ზიგმუნდ ფროიდი (სრული სახელი – ზიგმუნდ სოლომონ ფროიდი) დაიბადა 1856 წლის 6 მაისს, ავსტრია-უნგრეთის პროვინცია მორავიაში, ქ. ფრაიბერგში.
ფროიდი სიღრმის ფსიქოლოგიის ფუძემდებელი და პიროვნების ფუნდამენტური თეორიის – ფსიქოანალიზის ავტორია. მისი ღვაწლი ნიშანდობლივია ფსიქოდინამიკის ჩამოყალიბებითა და განვითარებით. ამ ახალი ფსიქოლოგიური თვალსაზრისის ცენტრალურ ცნებებს არაცნობიერი, ლტოლვა, წინააღმდეგობის პრინციპი და გადატანა (ტრანსფერი) წარმოადგენს. ფსიქოდინამიკურ ჭრილში ინდივიდი განიხილება, როგორც გენეტიკური კონსტიტუციისა და გარემო პირობების ურთიერთქმედების პროდუქტი.
ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზი, როგორც თეორია და თერაპიული პრაქტიკა, ღრმა კვალს ტოვებს არა მხოლოდ ფსიქოლოგიის, არამედ ფილოსოფიის, ლიტერატურისა და კულტურის კვლევის სფეროებშიც.
Die Übersetzung erfolgte mit freundlicher Unterstützung der
https://www.sigmund-freud-stiftung.de/
Reviews
There are no reviews yet.